ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ფონზე, საინტერესოა, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა დაწყებული პროექტების განხორციელება. ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლის თარიღები მოცემულია ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში. ეს დოკუმენტი გვაძლევს საშუალებას ვნახოთ, გადავადდა თუ არა რომელიმე პროექტი.


































