დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. მათ შორის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
"ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში.
პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელშიც ფარცხალაძეს 50% ეკუთვნის:
- LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE
- LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION