ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Oracle-ს არასახარბიელო შედეგები აქვს – გუშინდელ სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების შეფასება 12%-ით დაეცა.პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ვარდნა 40%-ს აღწევს.
Oracle-ის მკვეთრი დაღმასვლა არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგებით არის განპირობებული. როგორც გასული კვარტლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2026 წელს საინვესტიციო პროექტების და კაპიტალური დანახარჯების გაზრდა კვარტალში $15 მილიარდამდე დაგეგმა, რაც ინვესტორების მოლოდინს აღემატება და ნეგატიურ სიახლეს წარმოადგენს.
ამასთან, წინა კვარტლის შემოსავალი $16.1 მილიარდი იყო, რაც მოსალოდნელზე ნაკლებია. ასევე, არასახარბიელო შედეგი ჰქონდა კომპანიის Cloud-მიმართულებას, რაც მსხვილი DATA-ცენტრის შეფერხებით იყო განპირობებული.
საერთო ჯამში, მოსალოდნელზე ნაკლები შემოსავალი და გაზრდილი ხარჯები ინვესტორებმა ნეგატიურად შეაფასეს და Oracle-ის კაპიტალიზაცია $567 მილიარდამდე დაეცა, ხოლო კომპანიის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით შემცირდა და $258 მილიარდამდე დაეცა.




























