მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ლარი ელისონი SaaSpocalypse-ის რისკს?

ლარი ელისონი Oracle

ამერიკული Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა მკაცრად უარყო ინვესტორებში გავრცელებული შიშები ე.წ. SaaSpocalypse-ის, ანუ პროგრამული უზრუნველყოფის აპოკალიფსის შესახებ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ SaaSpocalypse-ი სხვებზე გავრცელდება, მაგრამ არა ჩვენზე,“ – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ Oracle-ი თავად იყენებს AI-ინსტრუმენტებს საკუთარი პროდუქტების ავტომატიზაციისთვის, რაც ელისონის კომპანიას კონკურენტებისგან ხელშეუხებელს ხდის.

თანაც, ელისონის ოპტიმიზმს ზურგს უმაგრებს Oracle-ის რეკორდული მაჩვენებლები: კომპანიის Cloud-ინფრასტრუქტურის შემოსავლები 84%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო შეკვეთების მოცულობამ 553 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ელისონის თქმით, AI-ს წყალობით Oracle-ი ახალა მცირე ზომის საინჟინრო გუნდებით უფრო სწრაფად ქმნის მასშტაბურ პროექტებს, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდა, რაც კომპანიას არა მსხვერპლად, არამედ ამ ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის მთავარ ბენეფიციარად აქცევს.

ზოგადად, ბაზარზე არსებული პანიკა გამოიწვია ვარაუდმა, რომ AI-აგენტები ტრადიციულ SaaS (Software as a Service) პლატფორმებს ჩაანაცვლებენ, თუმცა ელისონის თქმით, ეს საფრთხე მხოლოდ მცირე ზომის და ვიწროპროფილურ მოთამაშეებს ეხებათ, რომელთაც არც დივერსიფიცირებული პორტფელი აქვთ და არც AI-ის ათვისების შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები