ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სუზან მონარესი დაითხოვა.
აღსანიშნავია, რომ მან თანამდებობა თითქმის ერთი თვის წინ დაიკავა. გადაწყვეტილების მიღება დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ჯანმრთელობის მინისტრ რობერტ კენედი უმცროსს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
კენედის სურდა, მონარესს ვაქცინებთან დაკავშირებული პოლიტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც გაეტარებინა, თუმცა ამაზე კატეგორიული უარი მიიღო. გადაყენებული ხელმძღვანელის ადგილი კი დროებით ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების ვიცე-მდივანმა ჯიმ ო’ნაილმა დაიკავა.
ამ შემთხვევაში, საუბარია ცენტრის მიერ გრიპის ვაქცინის სარეკლამო კამპანიის შეჩერებაზე, ასევე იმუნიზაციის მრავალწლიანი პრაქტიკის სრულ გადახედვაზე და mRNA ვაქცინის კვლევის პროცესის გაყინვაზე. სუზან მონარესის დათხოვნის შემდეგ თანამდებობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სხვა მაღალი რანგის პირებმაც დატოვეს. მათ შორის, ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა.
მათი შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არა ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ სააგენტოს პოლიტიზებაზეა გადართული.




























