მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაითხოვეს BBC-დან გარი ლინეკერი?

გარი ლინეკერი BBC-დან წავიდა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ანალიტიკური გადაცემის, "Match of the Day"-ის წამყვანი გარი ლინეკერი, გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს დააანონსებს, რომ ტოვებს BBC-ს და აღარ წარადგენს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.

64 წლის ლინეკერი "Match of the Day"-ის წამყვანი 1999 წლიდანაა, როცა მან დეს ლაინემი შეცვალა, და ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა, რომ BBC-ის მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებდა.

ლინეკერის წასვლა მოჰყვა შემთხვევას, როცა მან "უარყოფით კონტექსტში" გააზიარა და მალევე წაშალა პოსტი ინსტაგრამზე, რომელიც პალესტინის მხარდამჭერმა ჯგუფმა გამოაქვეყნა და თან ახლდა ვირთხის გამოსახულება. აღნიშნულმა ქმედებამ ანტისემიტიზმთან ბრძოლის კამპანიისგან (CAA) გააჩინა მოწოდებები მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ყოფილი “ბარსელონას”, “ტოტენჰემისა” და “ევერტონის” თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას კიდევ ერთხელ წაიყვანს "Match of the Day"-ს, თუმცა აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

ლეგენდარული ფეხბურთელი BBC-მ 2023 წლის მარტში, დროებით გაათავისუფლა ეთერიდან მიუკერძოებლობის ნორმების დარღვევის გამო, ის მაშინ მთავრობის ახალ თავშესაფრის პოლიტიკას აკრიტიკებდა.

ასევე, ის იყო იმ 500 ცნობილ პირს შორის, ვინც თებერვალში ხელი მოაწერა ღია წერილს BBC-სადმი მოწოდებით, რომ მის iPlayer-ზე ხელახლა განეთავსებინათ დოკუმენტური ფილმი "Gaza: How To Survive A War Zone".

ლინეკერი იყო BBC-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ეთერის სახე ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში და BBC-ის 2023-24 წლების წლიური ანგარიშის მიხედვით, მისი ხელფასი დაახლოებით 1.35 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

როცა მან გადადგომა გადაწყვიტა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თანახმა იყო დარჩენილიყო "Match of the Day"-ში, მაგრამ BBC-მ მას ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა.

ლინეკერს "Match of the Day"-ის წამყვანად შეცვლიან გაბი ლოგანი, კელი კეიტსი და მარკ ჩეპმენი, რომლებიც მომავალი პრემიერლიგის სეზონიდან გადაცემის თანაწამყვანები იქნებიან.

ინგლისელი თავდაპირველად BBC Radio Five Live-ის წამყვანი იყო და ასევე მუშაობდა სპორტულ გადაცემაში Grandstand მაუწყებლობის ადრეულ წლებში. ის ასევე არის "Goalhanger Podcasts"-ის თანადამფუძნებელი, ამ კომპანიას ეკუთვნის პოპულარული სერიები: "The Rest Is History", და მისი თემატური გაგრძელებები პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და ფინანსებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები