მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დატოვა გოგა მელიქიძემ საპენსიო სააგენტო და სად გააგრძელებს საქმიანობას?

საპენსიო სააგენტო

გოგა მელიქიძე, რომელმაც საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა დატოვა, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

გოგა მელიქიძე ირწმუნება, რომ საპენსიო სააგენტოდან წასვლა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდება და არც - „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს.

„[საპარლამენტო] არჩევნებს ისე რომ ჩაევლო, როგორც უნდა ჩაევლო, მაინც კერძო სექტორში დავბრუნდებოდი... თითქმის 5 წელი ვიყავი საპენსიოს სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და ისედაც მინდოდა კერძო სექტორში დაბრუნება. იმდენად კარგი გუნდი აგრძელებს საქმის კეთებას, რომ არ ვნერვიულობ“, - თქვა მან BMG-სთან.

გოგა მელიქიძე კარიერას ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.

"ბევრი სხვადასხვა საქმის კეთებას ვაპირებ. ყაზახეთი და უზბეკეთი იქნება ორი მთავარი ბაზარი“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

საპენსიო სააგენტოში საქმიანობაზე, გამოწვევებსა და კერძო სექტორში სამომავლო გეგმებზე გოგა მელიქიძე ხვალ, 21:30 საათზე, BMGTV-ზე, გადაცემა "წერტილში" ისაუბრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები