ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად 3 მაისიდან ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება, ძველი დირექტორი ლევან გოფოძე კი კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას.
აღნიშნულ საკითხზე პირველ კომენტარს საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე „რუსთავი 2“-თან აკეთებს. ის ამბობს, რომ მისი გადაყენების კონკრეტული მიზეზი არ იცის.
"სხვანაირად შევხედოთ ამ სიტუაციას, ვბრუნდები ჩემს ქირურგიაში. მე სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ქირურგი გახლავართ, მყავს სტუდენტები, რომლებსაც ვასწავლი და ისევ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. კონკრეტული მიზეზი - რატომ და რისთვის მოხდა ეს ცვლილება - ნამდვილად არ უთქვამთ, თუმცა მე ისედაც ვფიქრობდი ამაზე, რადგანაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. განცხადება გუშინ, მე თვითონ დავწერე", - აცხადებს ლევან გოფოძე.