ევროკომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი ციფრული ბაზრების აქტის დარღვევაში ცნო დამნაშავედ და კომპანია 890 მილიონი ევროთი ($1 მლრდ) დააჯარიმა.
ევროპული რეგულატორის განცხადებით, საძიებო სისტემაში საკუთარ სერვისებს, მათ შორის სასტუმროებისა და პროდუქტების Google-ის სისტემა დიდ პრიორიტეტს ანიჭებდა. როგორც ირკვევა, ევროკავშირმა მონოპოლიურ ქმედებად მიიჩნია Google Play-ს პოლიტიკაც, სადაც აპლიკაციების დეველოპერებს მომხმარებლებისთვის ალტერნატიული და შედარებით იაფი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეზღუდებოდათ.
ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტს კონკურენტული სერვისების მიმართ სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფა და დეველოპერების შეზღუდვების გაუქმება დაავალა. მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიას დარღვევების აღმოსაფხვრელად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი Google-ს გლობალური წლიური ბრუნვის 5%-მდე ოდენობის ჯარიმით ემუქრება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ანალიზს ატარებენ და გასაჩივრების შესაძლებლობას განიხილავენ.
კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება არათანაბარ კონკურენციას ახალისებს, რის გამოც ევროპელი მომხმარებლები და ბიზნესსექტორი ზარალდებიან.




























