ჩინეთის მთავრობამ სამხრეთ კორეის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის, Hanwha Ocean-ის 5 შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებულ გემების საწარმოებზე, რომლებიც ოფიციალური პეკინის შეფასებით, მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში ეხმარება.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ ყველა მსგავსი კომპანია, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების განვითარებას შეუწყობს ხელს, დასანქცირდება.
ოფიციალური გადაწყვეტილების თანახმად, სამხრეთ-კორეული გემთმშენებლის შვილობილი კომპანიები ჩინეთში საქმიანობას ვერასდროს შეძლებენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 5 შვილობილის დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს თავად Hanwha Ocean-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე გარიგებებზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
შეგახსენებთ, Hanwha Ocean-ი სამხრეთ კორეის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიაა და ის არამარტო მსოფლიო კლასის ლაინერებსა და კომერციულ ხომალდებს, არამედ ისეთ პლატფრომებსაც აგებს, რომელთა დანიშნულებაც ზღვისა თუ ოკეანის ფსკერზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაა.




























