მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ჩაიარა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ვიზიტმა ჩინეთში?

ლი ჯე მიუნგი და სი ძინფინგი

სამხრეთ კორესი პრეზიდენტი, ლი ჯე მიუნგი სახელმწიფო ვიზიტით პეკინს ესტუმრა და ჩინელ კოლეგა სი ძინპინს შეხვდა. როგორც პრესკონფერენციისას მხარეებმა განაცხადეს, 2026 წლის 5 იანვარს გამართული შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ფაზის დაწყების სიმბოლოდ უნდა იქცეს და მხარეებმა პოლიტიკის სრულად გადატვირთვას წლის ბოლომდე უნდა მიაღწიონ. მედიასთან საუბრისას ლიმ თქვა, რომ ოფიციალურ პეკინსა და სეულს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა შეუქცევადი ხასიათის უნდა გახდეს და მხარეებმა ურთიერთობები არაერთი მიმართულებით ისე უნდა გააღრმაონ, რომ ამან ვაშინგტონის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. საკუთარ გამოსვლაში ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ სწორი სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთონ და რეგიონის სტაბილურობაზე ერთად იზრუნონ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ხელი 15 შეთანხმებას მოეწერა. ლი ჯე მიუნგს პეკინში 200-ზე მეტი სამხრეთკორეელი ბიზნესმენი, მათ შორის, მსხვილი მეწარმეები ახლდნენ, რაც აჩენს განცდას, რომ ორი ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით განსაკუთრებით არიან დაინტერესებულები. ხელმოწერილი შეთანხმებები ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკის, სამომხმარებლო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ამასთან, მიზანი მიწოდების ახალი ჯაჭვების შეკვრაა.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი და ლი ჯე მიუნგი ბოლო ორ თვეში ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლი ჯე მიუნგის სახელმწიფო ვიზიტი ვაშინგტონის ყურადღების მიღმა არ დარჩება და ქვეყანა საპასუხო ზომებს იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენად ცდის ოფიციალური სეული პეკინთან დაახლოებას. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ტრამპმა ოფიციალურ სეულს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების აგებაში დახმარება აღუთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები