მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დახარჯეთ 10 მლნ ლარი აუთვისებელი სესხის პროცენტში? - გიორგი ვაშაძე მინისტრს

60c35234e8040
ინგა მურუსიძე
11.06.21 16:22
591
რატომ დახარჯეთ 10 მლნ ლარი აუთვისებელი სესხის პროცენტში? - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

„სესხს ალბათ არასდროს აიღებთ, სახლში არ დადებთ და პროცენტს ტყუილად არ გადაიხდით, ალბათ რამეში გამოიყენებთ... მაინტერესებს, რატომ დახარჯეთ 10 მლნ ლარი აუთვისებელი სესხის პროცენტში? ანუ სესხები არ გამოიყენეთ და სახელმწიფომ გადაიხადა ამისთვის ჯარიმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ფინანსთა მინისტრს ის პროექტები შეახსენა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ვერ განხორციელდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს პროექტებია: ქობულეთის წყალარინების პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი ლილოში და ა.შ.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი დანაშაულია, რომ ფული გაქვთ აღებული და პროექტები ვერ ხორციელდება?“ - მიმართა ხუციშვილს გიორგი ვაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები