კვერცხი მცირე თუ საშუალო, საოჯახო თუ ინდუსტრიული ფერმებიდან ქართულია, თუმცა კვერცხის მდებელი ქათმების გაზრდა მარტივად არ გამოდის. კვერცხის და ქათმის წარმოებაც საქართველოში მაინც იმპორტირებულ პროდუქტებზეა დამოკიდებული. ქათმის გამოსაკვებად საჭირო საკვებს ქვეყანა მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობს. იმპორტის მოცულობის წილი უკრაინაზე მოდიოდა, საიდანაც გასაგები მიზეზების გამო ნედლეულის მოწოდება დროებით შეწყვეტილია. უკრაინიდან გართულებული იპორტის ფონზე სხვა პარტნიორები, რომლებიც ნედლეულის მოწოდებას ისევ ახერხებენ ფასს ზრდიან. რაშია გამოსავალი? ზოგიერთი ბიზნესი მიიჩნევს, რომ კვერცხი შესაძლოა უფრო იაფიც იყოს, თუმცა ამისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული კვერცხის წარმოების ინდუსტრიალიზაცია იყო საჭირო, რაც არ მომხდარა.