მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები?

BM.GE
08.02.23 10:29
235
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომხმარებელს პირველადი მოხმარების პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ განცხადების დასტურად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიერ სურსათის ფასების მოკვლევის პირველადი შედეგები დაასახელა. 

კერძო სექტორში ამბობენ, რომ პრემიერი მართალს ამბობს თუმცა ამ არც თუ სასიამოვნო სიმართლეს თავისი მიზეზები აქვს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებიც მომხმარებლისთვის პროდუქტს აძვირებს. ივა ჭყონია BM.GE-სთან განმარტავს, რომ პროდუქტების მაღალი ღირებულების საკითხზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებთან არაერთხელ უსაუბრიათ და ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია. 

და მაინც რა აძვირებს პროდუქტს მომხმარებლისთვის თუ ყველას უნდა რომ ის იაფად გაიყიდოს? დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ოპერირებისას სხვადასხვა რისკების გადაზღვევა უწევთ.კითხვაზე - იმპორტირებიდან დახლზე მოხვედრამდე ყველაზე მეტად რომელ ეტაპზე ძვირდება პროდუქტი, ივა ჭყონია ამბობს, რომ დისტრიბუტორებს რიტეილ სექტორში არსებული გადასახადების გამო ქსელში შეტანა მაღალი მარჟებით უწევთ, რათა ის გადასახადები დააკომპენსირონ, რომელიც მათთვისაა დაწესებული. ის იმასაც აცხადებს, რომ იმპორტიორები პროდუქტის რეალიზებას კარტელური ფასებით არ ახდენენ.

სტუმარი: სოფიო ქაშაკაშვილი - "საქართველოს რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
 



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები