მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება რეკორდულად ოქრო?

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,622 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებასთან. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ოქროსთან მიმართებით ამერიკული დოლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, ამის ეფექტს კი ახლა ბირჟაზე ვხედავთ. გარდა ამისა, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები