ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციამ და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდის მოლოდინმა კრიპტოაქტივების ბაზარზე მასშტაბური ვარდნა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია $2.43 ტრილიონამდე შემცირდა, რამაც $300 მილიარდზე მეტის ზარალს ნიშნავს.
პარალელურად, მკვეთრად გაუარესებული სენტიმენტების ფონზე, ბაზრიდან $1 მილიარდის ღირებულების ტრეიდინგ პოზიციებია ლიკვიდირებული.
ვარდნამ მოიცვა როგორც წამყვანი კრიპტოვალუტები – ბიტკოინი, ეთერიუმი, Solana და XRP, ისე ე.წ. მიმკოინები და სხვა კატეგორიის ციფრული აქტივები.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტივებს, ერთ კვირაში ბიტკოინი 12%-ითაა გაუფასურებული და ის ამჟამად 67,700 დოლარად ივაჭრება.
ეთერიუმთან მიმართებით თითქმის 9%-იან კორექციას ვხედავთ და მისი ფასი 1,900 დოლარს შეადგენს.
რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე ზეწოლა აშშ-სა და ირანს შორის არასტაბილურმა მოლაპარაკებებმაც გაზარდა. ირანის სამუშაო ჯგუფმა შუამავლების მეშვეობით კომუნიკაცია დროებით შეაჩერა, პარალელურად კი სამხედროებმა ერთმანეთზე იერიში მიიტანეს, რაც რეგიონში არსებულ მყიფე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს საფრთხეს უქმნის.




























