აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟაზე აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
სავაჭრო სესიის დროს KOSPI ინდექსი 8.8%-ით დაეცა და თებერვლის შემდეგ პირველად 5,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ვარდნის გამო ადმინისტრაციამ ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეაჩერა, თუმცა ეს მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი დაღმასვლის ტენდენციის შესაკავებლად. საერთო ჯამში, ივლისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, KOSPI ინდექსის შეფასება 45%-ით არის შემცირებული, ხოლო KOSDAQ ინდექსის კაპიტალიზაცია თითქმის განახევრებულია.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ტექნოლოგიურმა გიგანტებმა: Samsung Electronics-ის აქციები 48%-ით შემცირდა, ხოლო SK Hynix-ის შეფასება 62%-ით დაეცა.
ბირჟაზე შექმნილი მდგომარეობის გამო, სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, ლი ჰიონგ-ილმა უმაღლეს ეკონომიკურ მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. მთავრობამ ბაზრის ვოლატილობის შესამცირებლად საცალო ინვესტორებისთვის რეგულაციების დროებით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო.
კორეული საფონდო ბაზრის ვარდნა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც ბაზარზე აჩენს მოლოდინის, რომ ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და AI-ინდუსტრიის განვითარება შეფერხდება. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ Samsung-ისა და SK Hynix-ის ნახევარგამტარებსა და მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნა შემცირდება, რაც ის მთავარი რისკია, რომლის გამოც ეს კომპანიები ამჟამად მკვეთრ კორექციას განიცდიან.























