მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის მთავრობამ 2027 წლისთვის რეკორდული, 821 ტრილიონი ვონის ($596.92 მლრდ.) მოცულობის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად გლობალური ტექნოლოგიური კონკურენციის ფონზე ხელოვნური ინტელექტის სექტორის გაძლიერებას ისახავს.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ხარჯვითი ნაწილი 2026 წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური ზრდის მაჩვენებელია. შემოსავლების მატების ფონზე, სახელმწიფოს ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდება და 48.3%-ს მიაღწევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლები 40.7%-ით გაიზრდება და 584.4 ტრილიონ ვონს მიაღწევს. ამ მაჩვენებლის ზრდას ძირითადად ნახევარგამტარების ინდუსტრიიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები განაპირობებს. კერძოდ, ტექნოლოგიური გიგანტების, Samsung-ისა და SK Hynix-ის მოგება ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილმა მოთხოვნამ საგრძნობლად გაზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ობლიგაციების ემისიას, 2027 წელს სახაზინო ფასიანი ქაღალდების გაყიდვები 222.8 ტრილიონ ვონამდე შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები