მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის მეხსიერების ჩიპების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

samsung

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung Electronics-მა საკადრო ცვლილებების ფარგლებში მეხსიერების ჩიპების მიმართულება ჰვანგ სანგ-ჯუნს ჩააბარა.

კომპანიის განცხადებით, ჰვანგი, რომელიც მანამდე დინამიკური ოპერატიული და მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპების განვითარებას ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტის პოზიციაზე დაწინაურდა.

როგორც Samsung-ში აღნიშნეს, ახალი ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მეხსიერების პროდუქტების კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს.

სამხრეთკორეული მწარმოებლის განმარტებით, თაობათა ცვლის ფარგლებში მათ განზრახ დააწინაურეს ის ვიცე-პრეზიდენტები, რომლებმაც ნახევარგამტარების გაყიდვების მხრივ რეკორდული შედეგები და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობა უზრუნველყვეს.

ამასთან, ტექნოლოგიურმა კომპანიამ აშშ-ში ჩიპების მიმართულების ხელმძღვანელი ჩო სანგ-იუნი დააწინაურა და System LSI-ის ბიზნესი ჩააბარა, რომელიც ტექნოლოგიური ფირმებისთვის ლოგიკურ ჩიპებს ქმნის. Samsung-ში განმარტეს, რომ გლობალურ კლიენტებთან მყარი ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩო სანგ-იუნი System LSI-ის მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაზე იზრუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები