მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე შეჩერებულია. დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტრო ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს პრემიერის დავალებით მოამზადა და საპარლამენტო განხილვებიც დაიწყო, თუმცა შემდგომ შეჩერდა. დოკუმენტი დაანონსების მიუხედავად განხილვების ეტაპს ვერც საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა შეზღუდვებია, რადგან არსებული ჩანაწერის მიხედვით ის საქართველოში უცხოელებისთვის ინ ვიტრო და სუროგაციის სერვისის გამოყენებას კრძალავს.
მას შემდეგ რაც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეჩერდა, სიახლე, რაც სამინისტრომ ამ სფეროსთვის შემოიტანა იყო ის, რომ 2024 წლის იანვრიდან რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება გაუჩნდათ. კერძოდ, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული გახდა რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობა დასახელდა.
მიდის თუ არა დარგთან კონსულტაციები რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და აკრძალვების გარდა რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს პროექტი, რაზეც დარგის წარმომადგენლებმა იმუშავეს?
სტუმარი: ლიკა ჭყონია - ,,რეპროარტის” დამფუძნებელი და დირექტორი;