მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჭიანურდა ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობა? - მერიის პასუხი

60bf9f2e7b749
ანუკა ჯოხაძე
08.06.21 22:20
727
ორი წლის წინ თბილისის მერიამ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტი დაანონსა. გაზშემკრების მოწყობის შემდეგ ადგილზე განიხილებოდა ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობაც. ორწლიან პროექტზე 50-60 მლნ ლარამდე უნდა დახარჯულიყო.

თუმცა, როგორც დღეს BM.GE-ის კითხვაზე თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აცხადებს, გაზშემკრების გამოცხადებაზე რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ პროექტი დროებით დაპაუზებულია.

“ტენდერი გამოცხადებული იყო რამდენიმეჯერ, თუმცა მას შემდეგ აუცილებლობა დადგა და რჩევაც მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ შეგვემუშავებინა გეგმა, რომელიც გავამზადეთ. ახლა სტრატეგიაზე მუშაობას ვასრულებთ და ეს უფრო თვალსაჩინოს გახდის თუ როგორი ტიპის გაზშემკრები უნდა იყოს თბილისისთვის გაკეთებული, ტექნოლოგიურად იქ სხვადასხვა ასპექტები არსებობს, ახლა კი სწორედ ამ პროცესებს გავდივართ", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.