მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადადგა საავტომობილო კონგლომერატის, Stellantis-ის დირექტორი?

Stellantis

საერთაშორისო საავტომობილო კონგლომერატის, Stellantis-ის გენერალურმა დირექტორმა, კარლოს ტავარესმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, მან თანამდებობა ოფიციალურად უკვე დატოვა, მაგრამ სანამ კომპანია ახალ CEO-ს დანიშნავს, მანამ ის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ტავარესი ამ კომპანიის ისტორიაში ერთადერთი დირექტორი იყო, თავად კომპანია კი PSA Groupe-ისა და Fiat Chrysler-ის შერწყმის შედეგად 2021 წელს შეიქმნა.

ტავარესის გადადგომა პირდაპირ კავშირშია Stellantis-ის ბოლოდროინდელ წარუმატებლობასთან, რასაც აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზე ავტომობილების გაყიდვების მკვეთრი შემცირება განაპირობებდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების შეფასება 45%-ითაა შემცირებული, რაც მსხვილ საავტომობილო კონგლომერატებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.

გარდა იმისა, რომ Stellantis-ის ბრენდები დასავლურ ბაზარზე პოპულარულობას 30-40%-ით კარგავენ, მათ ასევე კიდევ ერთი პრობლემა უჩნდებათ, რაც ჩინური საავტომობილო ინდუსტრიაა, რომელიც თვალისმომჭრელი ტემპით ვითარდება და ფასების ომში უდიდეს უპირატესობას იპოვებს. ჩინურ კომპანიებთან მიმართებით სხვაობა განსაკუთრებით დრამატულია ბიუჯეტური ელექტრომობილების სეგმენტში, სადაც სწორედ აზიური ბრენდები დომინირებენ.

ამასთან, Stellantis-ის ჯგუფში შემავალი რამდენიმე საავტომობილო ბრენდი მოგებაზე გასვლას ვერ ახერხებს, რაც მათი ოპერირების გაგრძელებას ინვესტორებისათვის წაგებიან მოცემულობად აქცევს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Stellantis-ის ჯგუფი არაერთ ცნობილი საავტომობილო ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Dodge, Jeep, Alfa Romeo, Chrysler, Fiat, Opel, Vauxhall, Maserati, Ram, DS, Peugeot და Citroen.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები