მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაიდო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა? - ვიცე-პრეზიდენტების განმარტება

ნიკოლოზ გაგუა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გადადო. სხდომა, რომელიც 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 18 ოქტომბერს ჩაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გადადების მიზეზად ორივეჯერ სტატისტიკური მონაცემების მოლოდინი დასახელდა. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა BMG-თან აცხადებს, რომ 11 ოქტომბრის სხდომის გადადების მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 27 სექტემბრის სხდომა სებ-ის მოვლენების გამო გადაიდო. 

“ჩვენთვის გადადების მიზეზი ცნობილი არ არის. თვალს მედიას ვადევნებ, რომ მიზეზი გავიგო. ამ ბოლო დროს ინფორმაციას მედიისგან ვიღებ, როგორც ის გადაწყვეტილება [ეროვნული ბანკის საგამონაკლისო დადგენილება] გავიგე. პირველი გადადება ბუნებრივი იყო, იმ მოვლენების შემდეგ მალევე იყო სხდომა და შესაძლებელია მაგიტომ გადაიდო”, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ, რომელმაც სებ-ის ეროვნული ბანკიდან წასვლაზე განცხადება 20 სექტემბერს დაწერა. 

ნიკოლოზ გაგუასთან ერთად, სებ-ს ტოვებენ პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი. BMG-ის ინფორმაციით, ორივე ვიცე-პრეზიდენტი შვებულებაშია. როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, შვებულების დასრულების შემდეგ, კომიტეტის სხდომას დაესწრება. მისივე თქმით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი, სავარაუდოდ, ნათია თურნავას მაროკოში ვიზიტს უკავშირდება.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები