მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადასახლდნენ Google-ის დამფუძნებლები კალიფორნიიდან?

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი

Google-ის დამფუძნებლები, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი კალიფონრიის შტატიდან დელავერში გადასახლდნენ.

არსებული ინფორმაციით, ტექ-გიგანტის შემქმნელებმა და მნიშვნელოვანმა აქციონერებმა პროცედურები დეკემბრის ბოლოს გაიარეს, რითაც თავი აარიდეს დემოკრატი გუბერნატორის, გევინ ნიუსომის მიერ ინიციირებულ საგადასახადო რეფორმას, რომელიც $1 მილიარდზე მეტი ქონების მქონე პირთათვის სიმდიდრის გადასახადის დაწესებას გულისხმობს. განმარტებისთვის, საუბარია ერთჯერად გადასახადზე, რომელიც მთლიანი ქონების 5%-ს მოიცავს.

კალიფორნიის დატოვების პარალელურად, ბრინმა და პეიჯმა მათი აქტივების განმკარგველი შპს-ც დელავერში გადაარეგისტრირეს და სახელი შეუცვალეს. T-Rex Holdings-ის სახელით ცნობილი კომპანია, რომლის აქტივობის შესახებაც მინიმალური ინფორმაციაა ცნობილი, Google-ის თანადამფუძნებლების $250-მილიარდიან აქტივებს მართავს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კალიფორნიის გუბერნატორის მიერ დაინიიცირებული რეფორმა, რომელიც რეალურად შტატის ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კალიფორნიას, ისე მის მომავალს, რადგან შტატში რეგისტრირებული მილიარდერები საკუთარ საცხოვრებელ მისამართებს შეცვლიან, კომპანიებს კი სხვა მისამართებზე გადაიტანენ, რაც ყველაზე მეტად სწორედ კალიფორნიას შეუმცირებს შემოსავლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები