მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა „ემსიბი ჯორჯიას“ ნაწარმი?

5f2ebe715eb41
ვიქტორია მღებრიშვილი
10.08.20 09:40
1110
პროდუქციაზე ფასების კორექტირება დაახლოებით 10%-ით მოგვიწია, - ამის შესახებ BM.GE-ის „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ვალუტის დევალვაცია იყო.

„ნედლეულის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენი პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში ვიყენებთ არის იმპორტირებული, შესაბამისად, ვალუტის კურსის დევალვაციამ წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე გავლენა იქონია. ვალუტის კურსის მერყეობა ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მოგვიწია ფასის კორექტირება გაზრდის თვალსაზრისით დაახლოებით 10%-ით", - განაცხადა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა.

მისივე ინფორმაციით, „ემსიბი ჯორჯიას“ საკონდიტრო ნაწარმს „მადამ დეს“ ბრენდის ქვეშ ადგილობრივი ბაზრის 7%-8%-იანი წილი უკავია, რაც შეეხება ფუნთუშეულს, მცირე წარმოებების გამორიცხვით, მსხვილი, ორგანიზებული წარმოებების ბაზარზე კომპანიას 2019 წლის მონაცემებით ბაზარზე 40%-45% წილი ეჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები