მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა უძრავი ქონება თურქეთში?

უძრავი ქონების ღირებულება მსოფლიოს მასშტაბით ზრდის ტემპით ხასიათდება. კონკრეტული ქვეყნის ჭრილში, მიზეზები სხვადასხვაა. ბოლო მონაცემებით უძრავი ქონების კუთხით, ფასის ყველაზე მაღალ ზრდას თურქეთი აჩვენებს. თურქეთში საცხოვრებლის ფასის მატების მთავარი მიზეზი ინფლაცია, ეროვნული ვალუტის მერყეობა და მათ შორის მიწისძვრებია, რომელმაც მოსახლეობაში მდგრად, ძვირიან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა. ფასზე გავლენას უცხოელი შემსყიდველებიც ახდენენ. თურქეთის შემთხვევაში, უცხოელ მყიდველებს შორის რუსები ჭარბობენ და ეს ტენდენცია განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიმჩნევა. რამდენი პროცენტით გაიზარდა თურქეთში უძრავი ქონების ღირებულება და რა არის ის ძირითადი მიზეზები რასაც ექსპერტები გამოყოფენ?