მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაფუჭდა მანდარინის ხარისხი? - ფერმერების განმარტებები

61e5104bb98d7
თათია ჩაფიჩაძე
17.01.22 23:00
755
აჭარაში მცხოვრები ფერმერები ციტრუსის დაბალი ხარისხის მოსავალს შხამქიმიკატების ხარისხს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მასობრივად დაავადებული მანდარინი სავარაუდოდ, ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

ფერმერი მალხაზ კენჭაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ წელს მოგვარებული იყო ჩაბარების სქემა და პროდუქციის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე შეეძლოთ, რამაც მათ დანახარჯები შეუმცირა. მაგალითისთვის თუკი 2018-2019 წლებში თბილისში უწევდათ ციტრუსის ჩამოტანა, გასაყიდი ფასი კი 70 თეთრი იყო, წელს ადგილზე ეს ღირებულება 90 თეთრამდეა გაზრდილი. თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არის გაძვირებული მოვლა-პატრონობის ხარჯიც.

„მოსავლიანობა კარგი იყო, თუმცა ხარისხი რაიონის მასშტაბით არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა რომ ყოფილიყო. ეს ან შხამქიმიკატებიდან არის გამოწვეული ან აგრო ვადებში ვერ ჩაეტია მოსახლეობა. ვისაც კარგი მოსავალი ჰქონდა, გასაღების ბაზარი კარგი იყო. გასულ წლებში თბილისში ჩაგვქონდა და იქ შემოდიოდნენ გადამყიდველები, წელს ეს დილერები რეგიონში ჩამოვიდნენ, ჩვენმა სამინისტრომ კარგად იმუშავა ამ მხრივ, ამიტომ ჩატანის ხარჯის გაღება არ დაგვჭირდა.

ფასიც მომატებული იყო წინა წლებისგან განსხვავებით, თუ ადრე 70 თეთრად ვაბარებდი, წელს დაახლოებით 0.90-დან 1 ლარამდე ღირდა ჩემი მანდარინი.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვამოწმებთ რა ხარისხის შხამქიმიკატები შემოგვაქვს და რას ვიყენებთ, წვდომა არ გვაქვს ამ ინფორმაციაზე, ზოგჯერ იყიდი და არ ამართლებს. გარდა ამისა გასაყიდი ფასი კი გაგვეზარდა, მაგრამ მოვლა-პატრონობის ხარჯიც გაძვირებულია. აზოტოვანი სასუქები თუ ღირდა 45 ლარი, ახლა 70 ლარამდე ღირს.“ - უთხრა BMG-ის ფერმერმა მალხაზ კენჭაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 37.5 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, რაც ღირებულებაში 18.3 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით როგორც მოცულობის, ისე თანხობრივ ნაწილში 8%-იან ზრდას აჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები