მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა დიზელის იმპორტი - იმპორტიორთა კავშირი 5 ფაქტორს ასახელებს

5fca16e52876e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 15:55
928
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 11 თვეში ქვეყანაში საწვავის იმპორტი 1.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად, დიზელის იმპორტის ზრდით არის განპირობებული.

მათივე მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში დიზელის საწვავის იმპორტმა 511.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 20.5 ათასი ტონით ანუ 4.2%-ით მეტია. (2019 წლის 11 თვე - 490,6 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დიზელის საწვავის იმპორტის ზრდის 5 ფაქტორს ასახელებენ.

„დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის თავის მხრივ უკავშირდება შემდეგს:

• სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა;
• საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება - 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 16.4%-ით გაიზარდა;
• მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება;
• ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება;
• კომპანიების მიერ მთელი წლის განმავლობაში დაბალი საერთაშორისო ფასების პირობებში საწვავის მარაგების შექმნა», - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“, - აცხადებენ კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები