მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა ლითიუმის ფასი 1,400%-ით და ვინ იღებს ამით ყველაზე დიდ სარგებელს?

63807de5e7bfd
გიორგი თოლორდავა
25.11.22 14:51
4834
ლითიუმი ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტია, ის აქტიურად გამოიყენება სმარტფონების, კომპიუტერებისა და ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში.

მსოფლიოს მასშტაბით ელექტრიფიკაციის ტემპის დაჩქარების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ლითიუმის ღირებულება რეკორდულად იზრდება. ამჟამად ერთი ტონა ლითიუმის საშუალო ფასი 83,000 დოლარს აღწევს, შედარებისთვის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 5,400 დოლარს შეადგენდა, რაც ზრდის 1,400%-იანი მაჩვენებელია.

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ხელს უწყობს ლითიუმის გაძვირებას, რაც, თავის მხრივ, ბატარეების ფასების ზრდას იწვევს. ამ მიმართების შესაცვლელად აუცილებელია, რომ ლითიუმის წარმოება მოთხოვნის პარალელურად გაიზარდოს, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ისაა, რომ ლითიუმის მოპოვების პროცესი უაღრესად კაპიტალინტენსიურია. ლითიუმის საბადოს დამუშავებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას კი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია და დიდი დრო სჭირდება.

ლითიუმის წარმოებაში გლობალური ლიდერი ავსტრალიაა, რომელიც წლიურად 55,000 ტონას აწარმოებს, საგულისხმოა, რომ 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 58,800 ტონას შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიას წლების განმავლობაში ლითიუმის წარმოებას არათუ გაუზრდია, არამედ შეუმცირებია.

ლითიუმის უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოების ხუთეული:

1. ავსტრალია - 55,000 ტონა
2. ჩილე - 26,000 ტონა
3. ჩინეთი - 14,000 ტონა
4. არგენტინა - 6,200 ტონა
5. ბრაზილია - 1,500 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები