მსოფლიო ვერცხლის დეფიციტს განიცდის, ვერცხლის მოპოვება ვერ ეწევა მოთხოვნას, რადგან ტექნოლოგიები, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება მსოფლიოში, საჭიროებს ვერცხლს. მაგალითად მზის ელექტროსადგურები, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ტექნოლოგია, რომელსაც 25-დან 30 გრამამდე ვერცხლი სჭირდება ფუნქციონირებისთვის. გარდა მიწოდების შეფერხების რისკებისა, ინდუსტრია ასევე განიცდის ინვესტიციების ნაკლებობას. რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები და როგორია ქვეყნების წილი ვერცხლის წარმოებაში?