მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ განახლდა ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები?

კამბოჯა
BM. GE
24.07.25 19:53
484

დღეს, 24 ივლისს, სამხრეთ აზიის ორ ქვეყანას, კამბოჯასა და ტაილანდს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მხარეებმა ცეცხლი ერთმანეთს ტა მოან ტომის ტაძრის სიახლოვეს, საზღვარზე გაუხსნეს.

შეტაკებებს 12 ადამიანი, მათ შორის, 1 ტაილანდელი სამხედრო და 11 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. კამბოჯის ხელისუფლების განცხადებით, ტაილანდმა F-16 ტიპის ბომბდამშენებით გადაკვეთა საზღვარი და სამოქალაქო ობიექტი, გაზგასამართი სადგური დაბომბა.

ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები ჩაკეტეს და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დაწყებაზეც უარი განაცხადეს.

ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება ისტორიული ბუდისტური ტაძრების გამო მიმდინარეობს. რელიგიურ ნაგებობებს ორივე მხარე საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად განიხილავს. კამბოჯამ უკვე მიმართა გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და ASEAN-ს (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციას) კონფლიქტის დეესკალაციაში დახმარების თხოვნით. ცეცხლის გახსნას გამოეხმაურნენ ჩინეთსა და აშშ-შიც და დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ორივე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სრული საბრძოლო მობილიზაცია გამოაცხადეს და სამხედრო დანაყოფები საზღვრის გასწვრივ განალაგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები