მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაყიდა რუსეთმა იანვარში 300,000 უნცია ოქრო?

ფორდ ნოქსში ოქროს რეზერვები

იანვრის თვეში რუსეთმა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ოქროს სტრატეგიული რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი, 300,000 უნცია ოქროს გაყიდა.

როგორც ირკვევა, კრემლის მთავარი სტრატეგიული მოტივი ნავთობისა და გაზის სექტორში განცდილი კოლოსალური ფინანსური ზარალის დაბალანსება და მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაა.

რომ არა ცენტრალური ბანკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ხელისუფლებას მნიშვნელოვნად გაუჭირდებოდა სახელმწიფო აპარატის შენახვისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ხარჯების დაფარვა.

არსებული მონაცემებით, 300,000 უნცია ოქროს გაყიდვით რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, $1.4 მილიარდი დოლარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები განსაკუთრებით იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ძვირფასი მეტალების ბაზარზე ოქროს ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად სარეზერვო მარაგების ფიზიკური მოცულობა 74.5 მილიონ უნციამდეა შემცირებული, რაც არსებული ფასების გათვალისწინებით, დაახლოებით, $400 მილიარდს უდრის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსული ენერგეტიკული ინდუსტრიის შესუსტება და უცხოური ვალუტის შემოდინების მკვეთრი შემცირება მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს და კრემლს აიძულებს, სტრატეგიული ფინანსური რეზერვები ამოწუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები