მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გვიანდება შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის მიღება?

BM.GE
22.03.23 11:02
181
როგორც ცნობილია, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში უკვე შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტმა დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება.

ერთ-ერთი, რის გამოც შეცვლილ დოკუმენტს კერძო სექტორი აკრიტიკებს, პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობაა. კერძოდ, მათი თქმით, სახეცვლილი დოკუმენტით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შეგროვებული ნარჩენი, რომელსაც გარკვეული ტიპის ღირებულება აქვს, მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რაც ბიზნესს არ აწყობს. გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თემაზე საუბრისას ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ბიზნესთან შეთანხმების ეტაპზე არიან და სავარაუდოდ ზაფხულისთვის გამოიკვეთება სურათი როგორ გაგრძელდება მუშაობა. რატომ გვიანდება შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის მიღება და რაზე ვერ თანხმდებიან ჯერ კიდევ მხარეები? 

სტუმარი: გივი კალანდაძე - ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები