ევროპარლამენტარi ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ერთი და იგივე შეცდომას უშვებს და ამით ავტოკრატებს აძლიერებს. ასე ეხმიანება ის X-ზე საქართველოს დედაქალაქში ევროპის დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას და ამ ღონისძიებიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად ლენტს ჭრის.
„რატომ ეძლევა საქართველოს მთავრობას იმის განცდა რომ თანამშრომლობა გრძელდება უცვლელად? რატომ იმეორებს ევროკავშირი ერთსა და იმავე შეცდომებს და ამით ავტოკრატებს აძლიერებს.
რისთვის არის ეს სურათები? რატომ ხდება საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა? ამ გზას ჩვენ არსაით მივყავართ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი
Exactly.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 11, 2024
Why giving the 🇬🇪 government the feeling that we do business as usual, why is the 🇪🇺 repeating the mistakes and emboldening autocrats?
What are those pictures for?
Trusting building measures for anti-democratic forces in 🇬🇪?
This does not lead us anywhere. https://t.co/z4LXwNzWfL