უცხოელი სტუდენტების დაინტერესება ქართული უნივერსიტეტებისადმი სულ უფრო იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2023-2024 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათმა რაოდენობამ 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული მოთხოვნა ჯანდაცვის მიმართულებებზე ფიქსირდება. Galt & Taggar-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს მათი დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ სპეციალისტები, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქვეყანას აქვს რესურსი განათლების ექსპორტი გაზარდოს და მეტი შემოსავალი მიიღოს.