მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვს ბიზნესი გარემოსდაცვითი რეგულაციების გადავადებას? - „ჯორჯიან მანგანეზი“

6012ddeb1ee8a
ელენე გოგბერაშვილი
28.01.21 21:19
2289
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 85-მდე საწარმოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ონლაინ კონტროლის ვალდებულებას უწესებს.

ამასთან კანონპროექტით ბიზნესი ვალდებული ხდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთირებათა აღრიცხვა განახორციელონ და დანერგონ თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კერძო სექტორი 1 ივნისამდე ახალ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად არ არის და რეგულაციის ამოქმედების მომავალი წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს.

„ის, რომ ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია, ცალსახაა, თუმცა ცვლილება თავის თავში მოიცავს კონკრეტულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომელიც ბიზნესმა უნდა იპოვოს, ვინაიდან ახალი ცვლილების მიხედვით, საუბარია გაფრქვევის წყაროებზე, ანუ უშუალოდ მილში ონლაინ მონიტორინგის სისტემების მონტაჟზე, ანუ აქ დგება რამდენიმე თემა: პირველი, რომ უნდა იპოვო შესაბამისი ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში არ არსებობს, მეორე უნდა შეიძინო, მესამე დაამონტაჟო და თავისთავად ხარჯები, როცა დღეს ფინანსურად არცერთ ბიზნესს არ ულხინს.

შესაბამისად, 1 ივნისამდე ვადა ამ ყველაფრის შესასრულებლად ძალიან მცირეა. ის, რომ უნდა გაკეთდეს, ცალსახაა, თუმცა აქ საუბარია ვადაზე, რომ ეს ფიზიკურად მოსწრებადი იყოს. ვინაიდან სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და თუნდაც ლოჯისტიკური პრობლემებიდან გამომდინარე შეძენა, ჩამოტანა, ინსტალაცია, ნებისმიერმა კომპანიამ უნდა მოასწროს, შესაბამისად ჩვენი შენიშვნაც შეიძლება ითქვას არის ვადა, რომ მოხდეს ამ ვადის გახანგრძლივება შემდეგი წლის 1 იანვრამდე“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს , რაც განმეორების შემთხვევაში ორმაგდება. კანონი ადგენს ასევე საწარმოებისთვის აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ქონის ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობა ასევე ითვალისწინებს სანქცირებას 10-დან 20 ათასი ლარის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები