მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვს სადაზღვევო სექტორი სადაზღვევო პროდუქტების დაშენების უფლებას?

BM.GE
14.12.22 12:38
250
სახელმწიფოს შემდეგ სამედიცინო სერვისების რიგით მეორე მსხვილი შემსყიდველი არის სადაზღვევო ინდუსტრია. სექტორის წარმომადგენლების ნაწილის პოზიციაა, რომ DRG წარმოადგენს დაფინანსების პოლიტიკას/მეთოდს, რომელიც წესით ნებისმიერ შემსყიდველზე უნდა ვრცელდებოდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომ ის მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გავრცელდეს, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ ნაბიჯით არა თუ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკას ცვლის, არამედ მას მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ინსტრუმენტად იყენებს. DRG-ს მოდელი ამ ეტაპზე მართალია არ ვრცელდება სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობებზე, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გვითხრა, ამ ნაწილში არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. კიდევ ერთი თემა, რომელიც სადაზღვევო სექტორისთვის არის აქტუალური ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის უფლების მიცემას, კერძო სადაზღვევო პოლისების შეძენის შემთხვევაში არ დაკარგონ სახელმწიფო დაფინანსება და ე.წ დაშენებული პაკეტით დაფარონ ის სერვისები, რასაც სახელმწიფო მათ არ უნაზღაურებთ.

სტუმარი: სოფო ლებანიძე - "PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები