მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება გრიპის ვირუსების და წითელას შემთხვევები მსოფლიოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. გასულ თვეს წითელას სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობა საქართველოშიც გაიზარდა. როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე BMG Drive-ში სტუმრობისას წითელას აფეთქების მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას და კოვიდპანდემიის დროს ვაქცინირების გადავადებას ასახელებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსებიც, ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მაჩვენებელი დეკემბერ-იანვრის 5%-დან 56%-მდე გაიზარდა. რა ხდება ევროპაში?

სტუმარი: ზაზა წერეთელი - ჯანმოს უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები