ე.წ. მეორეული ტანსაცმლის ინდუსტრია გლობალურად სულ უფრო იზრდება და პოპულარული ხდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს ქვეყანაში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი. ბოლო პერიოდში კი, მის ღირებულებაშიც მზარდი ტენდენცია შეინიშნება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 40 მლნ 745 ათასი დოლარის ღირებულების 10 642 ტონა მეორეული ტანსაცმელი შემოვიდა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ, 2022 წლის მონაცემებს 18%-ით გადააჭარბა.
მარიკა ტაველიძე - „შოპ მარინას“ დამფუძნებელი;
შოკო ჩაჩუა - „ვინტილატორის“ დამფუძნებელი;
თეა ჩივაძე - ინდ. მეწარმე;