ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გლობალური ტენდენცია - ელექტრიფიკაციაა, რომელიც ძველ, არაეფექტიან და ბუნებისთვის საზიანო ბუნებრივ წიაღისეულზე უარს ვამბობთ და განახლებად ენერგიაზე გადავდივართ. ელექტრიფიკაცია შეინიშნება ყველგან, მათ შორის სახლებში, ბიზნესსა და ტრანსპორტში და ამ ბოლო კატეგორიაში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - ელექტრომობილები, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დათვლებით, თუ 2015 წელს, მსოფლიოში 1.5 მილიონი ელექტრომობილი დადიოდა, 2022 წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 26 მილიონი შეადგინა, რაც 17-ჯერ მეტია.
თავისი არსით, ელექტრომობილიც ჩვეულებრივი მანქანაა, რომელიც საწვავად იყენებს არა ბენზინსა და დიზელს, არამედ - ელექტროენერგიას. შესაბამისად, მთავარი მოწყობილობა, რომელიც მას ჩვეულებრივი ავტომობილისგან გამოარჩევს - ელექტრობატარეაა.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, 2022 წელს EV-ბატარეების გლობალური ბაზარი $56.4 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ ელექტრომობილებზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, შეფასებაც საგრძნობლად იმატებს და 2027 წლისთვის, ექსპერტები ამ ინდუსტრიის $135 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებენ.
ელექტრობატარეებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ელექტრომობილების პოპულარობა და სამთავრობო სუბსიდიები. ეს ორი მიზეზი, რეალურად, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სახელმწიფოები სთხოვენ კომპანიებს, როგორც ელექტრომობილების, ასევე ელექტრობატარეების წარმოების გაზრდას და მათ ქვეყნებში გადატანას, რისთვისაც საგადასახადო შეღავათებს და სუბსიდიებს სთავაზობენ. ამ მხრივ მოწინავე ადგილს ორი სუპერსახელმწიფო - აშშ და ჩინეთი იკავებენ.
თუმცა სამთავრობო ჩარევის გარდა, ელექტრობატარეებზე მზარდ მოთხოვნას ამ სფეროს ტექნოლოგიური განვითარებაც ზრდის, რადგან წლებთან ერთად, ბატარეები უფრო ეფექტიანი ხდება, ხოლო წარმოება უფრო მარტივდება, რა დროსაც პროცესში მასშტაბის ეკონომიკის პრინციპი ერთვება, რაც კომპანიებს ამ სფეროს კომერციალიზაციისკენ უბიძგებს.
ამ დროისთვის, ელექტრობატარეების წარმოების მიმართულებით აზიურ სახელმწიფოებში ბაზირებული კომპანიები დომინირებენ, რასაც მათ ხელთ არსებული ტექნოლოგიური ნოუჰაუ განაპირობებს. ლიდერებს შორის ვხედავთ, როგორც ჩინურ CATL-სა და BYD-ს, ასევე სამხრეთ კორეულ LG Energy-ს და Samsung-ს. EV-ბატარეების გლობალური ბაზრის ლიდერებში იაპონური Panasonic-იც მოხვდა, რომელიც ელექტრობატარეებს Tesla-სთვის აწარმოებს.
გაინტერესებს, როგორ მუშაობს ელექტრობატარეა?
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.