მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ელექტრობატარეა? - TECH INFORM

EV Battery TECH INFORM

პლანეტის ელექტრიფიკაციასთან ერთად, ადამიანები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე და ნაცვლად, ელექტრომობილებს ყიდულობენ. თავისი არსით, ელექტრომობილიც ჩვეულებრივი მანქანაა, რომელიც საწვავად იყენებს არა ბენზინსა და დიზელს, არამედ - ელექტროენერგიას.

ელექტრობატარეას, რეალურად, ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს და საჭირო დროს, მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც ავტომობილის ელექტრული მოტორი საზრდოობს. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს.

ტიპური ლითიუმ-იონური ბატარეა ერთმანეთთან პარალელურად და მიმდევრობით შეერთებული რამდენიმე ინდივიდუალური უჯრედისგან შედგება. თითოეულ ამ უჯრედს ორი ელექტროდი აქვს - დადებითი და უარყოფითი, ანუ კათოდი და ანოდი. ელექტროდებს შორის ელექტროლიტის თხელ ფენას ვხვდებით, ანუ გელის, რომელიც ელექტროდებს შორის იონების მოძრაობას შესაძლებელს ხდის.

იონების მოძრაობა ელექტრობატარეის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს - იტენება ელექტრობატარეა თუ პირიქით, ელექტროენერგიას გასცემს. თუ ავტომობილი იტენება, ესე იგი იონები დადებითი ელექტროდიდან უარყოფითისკენ მიიმართებიან და თუ ავტომობილი მოძრაობს, მაშინ პირიქით - უარყოფითი ელექტროდიდან დადებითისკენ, რა დროსაც ელექტრული დენი წარმოიქმნება.

ელექტრობატარეის მთავარი არსი - ენერგიის შენახვაში მდგომარეობს, რაც ამ ტიპის ელექტრომობილის გასავლელ მანძილზე აისახება. ლოგიკა მარტივია: რაც უფრო ტევადია ბატარეა, მით უფრო დიდი მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს. დღეს, ტიპური ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 400 კილომეტრს გადის, მაგრამ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეს მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები