მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ოქროს ფასი?

ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 237 ლარამდე გაიზარდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 2 629 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელიწადში 35%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას. მანამდე ძვირფასს ლითონზე მაღალ ფასს ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებდა. ბუნებრივია, გლობალურად ოქროს გაძვირება მოქმედებს ქართულ ბაზარზეც. თბილისში, "კიდობანის" ოქროს ბირჟაზე ერთი გრამი ბაჯაღლოს შესასყიდმა ფასმა უკვე გადააჭარბა 230 ლარიან ნიშნულს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი გაზრდილია ოქროს ნაკეთობებზეც. უახლოეს პერიოდში ოქროს გაიაფების მოლოდინი არც ბიზნესს აქვს და არც ანალიტიკოსებს. მოლოდინია, რომ უნცია ოქროს ღირებულება ზრდას გააგრძელებს და 2025 წლისთვის არ არის გამორიცხული 3000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები