მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება საჯარო რეესტრში დასაქმებულთა რიცხვი?

ბოლო სამ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი დამატებით კიდევ 20 ათასით გაიზარდა და როგორც საქსტატის ოფიციალური მონაცემები ამბობს, 2023 წელს მათი რაოდენობა უკვე 320 ათასს გადასცდა.

ბიუროკრატიული აპარატის ზრდის ტენდენცია კი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით ცდილობს სახელმწიფო დაფინანსებას უფრო მეტი ადამიანი „მიაბას“ და შესაბამისად მათზე გარკვეული პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს, მით უფრო მაშინ, როცა წინ არჩევნებია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, საჯარო სექტორში, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

მაგალითად, თუ 2021 წელს მათ ხელფასებში თითქმის 360 მილიონი ლარი დაიხარჯა; 2023 წელს შტატგარეშე თანამშრომელთათვის გადახდილი ანაზღაურების ხარჯმა 500 მილიონს გადააჭარბა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში კი გადახდილი თანხა უკვე გადასცდა 260 მლნ-ს რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის ის ან გაუთანაბრდება, ან გადაუსწრებს გასული წლის მონაცემებს.

IDFI-ის ინფორმაციითვე, 2023 წელს, სახელმწიფო ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობამ ბოლო ათი წლის რეკორდი მოხსნა - დასაქმებულთა რაოდენობა აქ უკვე 176 ათასს გადასცდა.

სახელმწიფო ა(ა)იპ-ებში დაასაქმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც, რომლის გაცხადებული მიზანიც მათთვის სამუშაო ადგილების გამონახვა იყო. დასაქმებულთა თვიური ხელფასი 300 ლარია, დასაქმებიდან ოთხი წლის განმავლობაში კი ისინი სოციალურ შემწეობასაც ინარჩუნებენ.

რას ხმარდება გადასახადის გადამხდელების ფული და რისთვის იყენებს ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულებს?

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები