მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება ვერცხლის ფასი რეკორდულად?

ვერცხლი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის ფასი მკვეთრად იზრდება და დღეს მისმა მაჩვენებელმა კილოგრამზე 1,700 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 66%-ია, რაც ოქროს 57%-იან შედეგსაც აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ვერცხლის დაახლოებით 24%-ით არის გაძვირებული.

ვერცხლის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდასთან, რომელიც ამჟამად რეკორდულ ნიშნულზე იმყოფება. ისტორიულად, ოქროსა და ვერცხლს შორის არსებობს საბაზრო კორელაცია და ერთი აქტივის გაძვირება მეორის აღმასვლას უწყობს ხელს.

გარკვეულწილად, ვერცხლს ოქროს ხელმისაწვდომ ალტერნატივადაც განიხილავენ, რადგან ის თვისებებით და პრაქტიკულობით ოქროს ჰგავს, თუმცა ის არც იმდენად იშვიათია, როგორც ოქროს და მას არც სარეზერვო აქტივის სტატუსი აქვს, რაც ინსტიტუციური ინვესტორებისა და ცენტრალური ბანკებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, საცალო ინვესტორების და საიუველირო ნაწარმით დაინტერესებული მომხმარებლების მხრიდან ვერცხლზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მის გაძვირებას იწვევს.

ზოგადად, ძვირფასი მეტალების აღმასვლას გეოპოლიტიკური რისკების ზრდა, მსოფლიოში არსებული გაურკვევლობა, სატარიფო ომის გამწვავების საფრთხე და მიმდინარე კონფლიქტები განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები