ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია იმ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას უკეთესი მომავლის იმედით ტოვებენ. ბოლო თორმეტი წლის მონაცემებით, ქვეყანა 300 000-მდე საქართველოს მოქალაქემ დატოვა. მოსახლეობის 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, ხოლო 62% ამბობს, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვინც ემიგრაციაში ბოლო 12 თვის განმავლობაში წავიდა.