მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიიღეს GWP–ს აბონენტებმა მეორე ქვითარი - განმარტება

61d41ee2d8a58
BM.GE
04.01.22 14:48
2601
29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს, GWP-ის (ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი) საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ მეორე ქვითარი მიიღო, სადაც 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური იყო ასახული.

როგორც "ჯივიპის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლაა.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები