მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მოუწოდებს ილონ მასკი მომხმარებლებს Netflix-ის გაუქმებისკენ?

Netflix

პლანეტის უმდიდრესი მეწარმე ილონ მასკი სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს Netflix-ის გამოწერის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„გააუქმეთ Netflix-ი თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის“, - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა მასკი Netflix-ის შესახებ პოსტს, სადაც აღნიშნული იყო, რომ სტრიმინგ პლატფორმა ბავშვებისთვის განკუთვნილ ახალ სერიალებში მემარცხენე, “woke” იდეოლოგიას ავრცელებდა.

მასკის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰეშტეგი #CancelNetflix გახდა, რის ფონზე, კომპანიის აქციების შეფასება 5.5%-ით დაეცა და მისი კაპიტალიზაცია $15 მილიარდით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები