მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი?

2023 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა 2,8%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზომა მუდმივ ფასებში ასე გამოიყურება:

2014 წელი - 3.55 მილიარდი ლარი; 5 წელში, 2019 წელს- 3.64 მილიარდი ლარამდე გაიზარდა და ეს ზრდა გაგრძელდა მომდევნო 2 წლის განმავლობაში - 2020 წელს იყო 3.89 მილიარდი ლარი; 2021-ში - 3.98 მილიარდი ლარი; 2022 და 2023 წწ-ში კი შემცირდა ჯერ 3,91 მლრდ-მდე, გასულ წელს კი 3.80-მდე.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზომა ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 7%-იან ზრდას აჩვენებს. საგულისხმოა გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი იმ სახით, რა სახითაც ის აღნიშნულ სტატისტიკაში საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით იზომება, მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად წარმოებას, შესაბამისად, მასში არ შედის დამმუშავებელი მრეწველობის სექტორის მიერ საკვები პროდუქტების გადამუშავებით და ექსპორტით მიღებული შემოსავლები. ანუ ეს მონაცემები არ მოიცავს მაგალითად ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება/ექსპორტის მაჩვენებლებს, რადგანაც ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად წარმოებას არ წარმოადგენს.

სტუმარი: რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;