მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეფერხდა "ახმეტელის მეტროში" შესვლა? - კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

637495182b757
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.22 11:42
942
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელზე“ დღეს ე.წ. ტურნიკეტების გამო შექმნილი პრობლემა მასზე არ არის დამოკიდებული და ეს მოძველებული ინფრასტრუქტურის ბრალია, - ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ“,- განაცხადა კალაძემ და თქვა, რომ მერია ამ საკითხის გადაჭრისთვის ორი პროექტის განხორციელებას მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით გეგმავს.

„დღეს ახმეტელის მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ტურნიკეტს შეექმნა პრობლემა, რის გამოც მგზავრთა შესაბამისი რაოდენობის გატარება ვერ ხდებოდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ.

დაწყებული გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების განხორციელება. მოკლევადიანი პროექტი მოიცავს ტურნიკეტების რაოდენობის გაზრდას, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ ანუ უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე - გრძელვადიანი პროექტი ეს არის ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებითაც მივაწვდი ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე ვართ და რა იგეგმება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები