გასული კვირის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. ერთ-ერთ სტანდარტში - დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეუსაბამოდ შეფასდა. მათ შორის, კრიტიკული შეფასება მოჰყვა იმას, რომ ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე პოზიციას იკავებდა. თემაზე ბრიფინგი გამართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა და განაცხადა, რომ ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მათივე განმარტებით, რეგისტრაციის შეჩერება გავლენას არ მოახდენს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებაზე. ასევე, სხვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, ბოლონიის პროცესის წევრობა, კერძო უნივერსიტეტების საქმიანობა თუ საერთაშორისო გრანტები. როგორც ცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნაEQAR-ის რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე გამოსწორებულია, თუმცა რჩება საკითხები, რაზეც მუშაობას აგრძელებენ.
რა მნიშვნელობა აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს წევრობას და რა იცვლება გამოცხადებული გადაწყვეტილებით?
სტუმარი: ქეთი ცოტნიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების ექსპერტი;